logo_geo
eng_logo
საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
- +

26 ნოემბერი. 2021. 13:48

 

 

დღეს, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

 

ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 254 047 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით.

 

ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 105 373 300 ლარი
  • ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 21 924 900 ლარი
  • განათლება - 27 855100 ლარი
  • კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 12 721 600 ლარი
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 18 408 600 ლარი
  • ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 2 010 000 ლარი
  • მუნიციპალური სერვისების განვითარება - 7 906 700 ლარი.

 

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს.

 

„2022 წლის ბიუჯეტში ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

 

პრიორიტეტების მიხედვით ჩვენ შევძლებთ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებასა და ქალაქის სწორ განვითარებას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner