ქალაქ კასპში გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის მეორე პირის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ასფალტის დაგებამდე ქუჩაზე მოეწყო რკინა ბეტონის ჭები და სანიაღვრე კიუვეტები.
გზის მოასფალტების სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი იხარჯება.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.
„მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გაბაშვილის ქუჩაზე ათეული წლობით არსებული პრობლემა მალე აღარ იქნება, ხოლო მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.