logo_geo
eng_logo
ერევანში მძევლად აყვანილი ორი მედიკოსი გაათავისუფლეს
- +

31 ივლისი. 2016. 13:05



ერევანში, საპატრულო დაცვის სამსახურის შენობაში შეჭრილმა პირებმა მძევლად აყვანილი ორი მედიკოსი გაათავისუფლეს.


„ექიმმა ნორაირ ტევანიანმა და მედდა მალინა მარქარიანმა შენობის დატოვება შეძლეს, როდესაც მათ დაჭრილი გამოჰყავდათ", - განაცხადეს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.


ექიმების ჯგუფი შენობაში მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლად 27 ივლისს აიყვანეს, როდესაც ისინი დაჭრილებისთვის დასახმარებლად შევიდნენ. მათ შორის ორი ექიმი, ექთანი და მედდა იყო. ერთი ექიმი წინა დღით გაათავისუფლეს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეიარაღებულ პირებს შენობაში არც ერთი მძევალი არ ჰყავთ.


17 ივლისს შეიარაღებული დაჯგუფება ერევანში მდებარე პოლიციის სამმართველოში შეიჭრა, ისინი დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner