„პირველად ხდება, როცა საკრებულოებს ჰქონდათ მეორე ტურები და შესაბამისად ჯერ ახალი მოწვევის საკრებულოები არ შეკრებილან, შესაბამისად, თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ ვადებში ბიუჯეტის პროექტი წარადგინა მერმა, საკრებულოებმა განიხილეს, შენიშვნებით დაუბრუნეს, მერე ისევ განიხილეს და დაამტკიცეს“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მუნიციპალიტეტების მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს.
„ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს ბათუმში და ზუგდიდში კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) ადასტურებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ დესტრუქცია და ქაოსია, არც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი ადარდებთ და, მით უმეტეს, არც სხვისი. პირველად ხდება, როცა საკრებულოებს ჰქონდათ მეორე ტურები და შესაბამისად ჯერ ახალი მოწვევის საკრებულოები არ შეკრებილან, შესაბამისად, თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ ვადებში ბიუჯეტის პროექტი წარადგინა მერმა, საკრებულოებმა განიხილეს, შენიშვნებით დაუბრუნეს, მერე ისევ განიხილეს და დაამტკიცეს. სხვათა შორის, არამხოლოდ ბათუმში და ზუგდიდში, არამედ ქარელში, თიანეთში, ლანჩხუთში, ჩხოროწყუში, მარტვილში, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზეც ჯერ ისევ 2017 წლის მოწვევის საკრებულო მუშაობს. თუ ოპოზიციას არ მოსწონს რომელიმე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ან უკვე მიღებული ბიუჯეტი, შეუძლიათ წლის განმავლობაში გააკონტროლონ მისი შესრულება და მოითხოვონ ცვლილებები“, - წერს ბოჟაძე facebook-ზე.