logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: რაიმე სახის არსებითი შენიშვნა ბიუჯეტის დამტკიცებამდე ოპოზიცურ სპექტრს არ წარმოუდგენია
- +

26 ნოემბერი. 2021. 18:45

 

 

„რაიმე სახის არსებითი შენიშვნა ბიუჯეტის დამტკიცებამდე ოპოზიცურ სპექტრს არ წარმოუდგენია,“ - ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„ვერ დავუშვებდით, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სერვისების მიწოდების ნაწილში, მომავალი განვითარების ნაწილში, ინფრასტრუქტურულ თუ სოციალური გამოწვევების ნაწილში რაიმე შეფერხებების შექმნოდათ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტი დამტკიცებულიყო იმ სახით რა სახითაც დავამტკიცეთ. არსებითი სახის არანაირი შენიშვნა არ წარმოუდგენია ოპოზიციურ სპექტრს. ბუნებრივია, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც გვქონდა ინტენსიური ჩართულობა და საჯარო განხილვა. ხელისუფლებას აქვს მოქალაქეებზე ზრუნვის უპირველესი ვალდებულება და ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ვალდებულებას. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ საჭირო სოციალური და ჯანდაცვის პაკეტები, განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები და არ შეფერხდეს ჩვენი ქალაქის განვითარება“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner