„საქართველო და უკრაინა ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, რომლებიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფიან“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„NATO მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას, როგორც პოლიტიკურად, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
NATO-ს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში 30 ნოემბერს გაიმართება. ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია.