logo_geo
eng_logo
თბილისის მერიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა
- +

31 ივლისი. 2016. 13:13



თბილისის მერიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა. თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გიგა ნიკოლეიშვილი. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი წარდგენილია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ხუცურაულის, კანდიდატურა. მერის მეორე მოადგილის პოსტზე წარდგენილია იურიდიული სამსახურის უფროსი, ნატო ქიტიაშვილი. იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა კი ჯერჯერობით ისევ ვაკანტურია. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებულია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი უკლება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner