logo_geo
eng_logo
ევროკომისია კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

26 ნოემბერი. 2021. 23:01

 

 

ევროკომისია სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ინფორმაციას კორონავირუსის ახალი უაღრესად მუტირებული ვარიანტის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის კიდევ უფრო შემაშფოთებელი ვარიანტების გაჩენა და გავრცელება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ევროპაში ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ. ევროკომისიამ დღეს შესთავაზა წევრ ქვეყნებს, გააქტიურონ მიმოსვლის შეჩერება სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებიდან, რათა ახალი ვარიანტის გავრცელება შეზღუდონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner