შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტით გაიხსნა.
ექვსგზის გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა კრისტინა აგილერამ მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა, მომღერალი საქართველოს პირველად ეწვია.
მომღერალმა თავისი გამოსვლა სამადლობელი ვრცელი ტექსტით დაიწო. მან მადლობა გადაუხადა ქართველებს და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ქართული სტუმართმოყვარეობით. მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როცა კრისტინა აგილერამ სცენაზე ქართველი მომღერლები გამოიყვანა.
კონცერტს 10 000-მდე ქართველი და უცხოელი მსმენელი ესწრებოდა.