ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ქალაქ ოზურგეთში „სამკუთხა პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„მალე დავასრულებთ და გავხსნით ახალ პროექტს - სრულად რეაბილიტირებულ “სამკუთხა პარკს”, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა. განახლებული პარკი სპორტული და რეკრეაციული სივრცეებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით კეთდება. ეს პროექტი ოზურგეთისთვის “ქართული ოცნების” დაპირება იყო და პირობა სრულდება“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.