logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: ცინიკურია როცა ვადაგასულ პროდუქტს ტენი! ეს ღირსების შეურაცხმყოფელია...
- +

27 ნოემბერი. 2021. 00:47

 

POSTV-ის გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„აქამდე ასეთი უშუალო შეხება  ქართულ სუპერმარკეტთა ბიზნესთან არ მქონია.  ახლა წავაწყდი საზარელ ფაქტს. ნათესავი გოგონაა, რომელიც გამყიდველად მუშაობს ამ ქსელის ერთ ერთ მაღაზიაში -  ნიკორა • Nikora . ძალიან დაბალი ხელფასი რომ აქვს ეგ სამწუხარო, მაგრამ გასაგები ფაქტია. არაა ამ ბიზნესში სხვა სტანდარტი. მაგრამ თურმე  გამყიდველ-მოლარე გოგონებს აიძულებენ ვადაგასული პროდუქტის შეძენას.  სისტემა ასეთია: თითოეულ მათგანს (მათ შორის მოლარესაც) გარდა უშუალო მოვალეობისა ჩაბარებული აქვს იმის კონტროლი, რომ დახლებზე წარმოდგენილ პროდუქციას არ გაუვიდეს მოხმარების ვადა. თუ რამე პროდუქტი ვერ გაიყიდა, მოხმარების ვადა გაუვიდა და მუშაკ გოგონას გამორჩა მისი ამოღება დახლიდან,  მაშინ  მენეჯერი აიძულებს მუშაკს მის შეძენას.

 

აი ასეთი "ჯარიმაა"!

 

საოცარი ისაა რომ ხსენებული წესი კომპანიის მიერ  მოწყალებად აღიქმევა -  "აბა ხო არ გადავყრის" პრინციპით.

 

სწორია როცა პროდუქტის მოხმარებაზე ვადაზე მოლარე კი არა სპეციალური მუშაკი ზრუნავს. ბოლო-ბოლო რთულად, მაგრამ მაინც  გასაგებია  როცა უბრალოდ აკისრებ პასუხისმგებლობას მუშაკს და  იაღლიშის შემთხვევაში თანხით აჯარიმებ.

 

ცინიკურია როცა ვადაგასულ პროდუქტს ტენი! ეს ღირსების შეურაცხმყოფელია.

 

ამ ფაქტის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება მაქვს (იდეაში კომპანიამაც არ უნდა უარყოს)

 

კიდევ ერთხელ ვამბობ: მიზერულ ხელფასზე გახურება ჩემი აზრით არარელევანტურია. ასეთია ულმობელი საბაზრო კანონი. მაგრამ  ზემოაღწერილ რეპრესიებზე აუცილებლად არის გასატრაკებელი!“ - წერს შალვა რამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner