აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ.
„აშშ-მა უფრო მეტი ვაქცინა გადასცა სხვა ქვეყნებს, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანამ ერთად. დროა სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებაა, ხოლო აუცრელებისთვის - დაუყოვნებლივად აცრა.