logo_geo
eng_logo
ალექსანდრე რაქვიაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია
- +

27 ნოემბერი. 2021. 01:26

 

 

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გვაქვს შეხვედრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც სხვა ფორმატებში საუბრის ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დეპუტატი მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, IPU-ის გენერალური ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

 

„შეხვედრებზე მადრიდში ბევრ სხვა თემასაც ვეხებით. ესენია ინვესტიციების მოზიდვა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. შეხვედრები მადრიდში საკმაოდ პოზიტიურად მიდის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner