logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
- +

31 ივლისი. 2016. 13:21



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.


Haber Turkey-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანაცვლოდ ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტების გახსნას გეგმავს.


ერდოღანის თქმით, ეს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო.


თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო შენაერთების მეთაურები და პოლკოვნიკები თავდაცვის მინისტრს დაექვემდებარებიან. ამ დროისთვის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანო გენერალური შტაბია.


ერდოღანის განმარტებით, თავად შეიარაღებული ძალების მეთაური და დაზვერვის ეროვნული სამსახურის უფროსი უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს დაემორჩილებიან.


ერდოღანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების ეს მცირე პაკეტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner