logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია
- +

27 ნოემბერი. 2021. 02:50

 

 

„კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

„დღეს მეცნიერებსა და ვაქცინების მწარმოებლებს ვესაუბრე. ისინიც იზიარებენ ამ შეშფოთებას. გთხოვთ, რაც შეიძლება მალე აიცერით. დაიცავით წესები საკუთარი თავის დასაცავად. ვაქცინების მწარმოებლებთან ევროკავშირის კონტრაქტებში ნათქვამია, რომ ვაქცინა ახალ ვარიანტებს დაუყოვნებლივ უნდა მოერგოს. ევროპამ სიფრთხილის ზომები მიიღო“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner