გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ კაპანახჩში ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200-ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის აუცილებლობისა და, აცრის შემთხვევაში, წამახალისებელი ფულადი დანამატის შესახებ გარდაბნის მერის მოადგილემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივებს შესაბამისი თემატიკის აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები გადაეცათ.
„ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისედაც ვიცოდი, თუმცა დღეს გვითხრეს, რომ თუ ავიცრებით, მთავრობა 200-ლარიან დანამატს გაგვიკეთებს. ვფიქრობ, ეს ბევრი მოქალაქის გადაწყვეტილებაზე, რომ COVID-19 -ის ვაქცინა გაიკეთოს დადებითად იმოქმედებს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნაბი ნაბიევმა.