logo_geo
eng_logo
სასტუმრო „ბილთმორ თბილისის“ გახსნის ცერემონიისთვის რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული სცენა დააპროექტეს
- +

31 ივლისი. 2016. 13:22



„ბილთმორ თბილისის" გახსნის საზეიმო ცერემონია რუსთაველის გამზირზე, 31 ივლისს დაუვიწყარ სანახაობას მოიცავს: ულამაზესი ფეიერვერკების ფონზე,ქართველი და უცხოელი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.


გალა „ბილთმორ თბილისის" მფლობელ „დაბი ჯგუფის" და „ტერა ბანკის" ორგანიზებით იმართება და 5,000 ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ელოდება.


„ბილთმორი" ლუქს-კლასის სასტუმროების მარკაა, რომელიც „ბილთმორ თბილისის" სახით, საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობას ხსნის.


„ბილთმორ თბილისის" საზეიმო გახსნას, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანი დაესწრებიან, ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებთან, საპატიო სტუმრებთან, ვარსკვლავებთან, ჟურნალისტებთან და საამიროებიდან ჩამოსულ ბიზნესმენების დელეგაციასთან ერთად.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner