ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.
„მათი გამოცდილება და რეკომენდაციები დაეხმარება მერიის გუნდს, არაერთ სფეროში სწორად დაგეგმოს მუნიციპალური პოლიტიკა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება. ამ მიზნით, ვგეგმავ შეხვედრებს ოზურგეთში მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.