პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ჩოხატაურის მერ დავით შარაშიძესთან ერთად, ჩოხატაურში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულა და ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს.
„ეს ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებთან კომუნიკაციას ჩვენ კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“ - განაცხადა გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ.