logo_geo
eng_logo
შემოდგომაზე თბილისში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
- +

31 ივლისი. 2016. 13:26



ნაძალადევის რაიონში (მიტინგის ქუჩა #1) ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს  შიდა სივრცის რემონტი  და ეზოს კეთილმოწყობა. საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა.


სამშენებლო პროცესი თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.


ახალი საბავშვო ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით  უზრუნველყოფას  შეძლებს,  დასაქმდება 65-მდე ადამიანი.


შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

 

„სრულდება კიდევ ერთი  საბავშვო ბაღის  მშენებლობა. როგორც ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას დავპირდით, ახალი სასწავლო წლისთვის ამ ბაღს გავხსნით და 400-მდე აღსაზრდელს მივიღებთ.   ადგილობრივებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით მოგვარდება ათეულობით წლების განმავლობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა.  აღსანიშნავია, რომ აშენდა ახალი შენობა, ბაღს ექნება კეთილმოწყობილი ეზო და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. ჩვენს პატარებს ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის ტერიტორიაზე აშენდა.  არსებული შენობა 2011 წელს, მძიმედ ავარიულობის გამო, დაიხურა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 1 063 170 ლარია გამოყოფილი.


გარდა ამისა, შემოდგომაზე  თბილისში კიდევ 2 ახალი ბაღი გაიხსნება.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner