logo_geo
eng_logo
ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს
- +

27 ნოემბერი. 2021. 18:30

 

 

ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც პოლიტიკოსი აანონსებს, ის  თავს კარგად გრძნობს და პოლიტიკურ საქმიანობას უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება .

 

„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალსს“. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

 

ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ

 

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

 

ყველას ძალიან დიდი მადლობა“, - წერს ელენე ხოშტარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner