logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ხალხი დაიღალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პატიმრობის საკითხით
- +

27 ნოემბერი. 2021. 19:36

 


 

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა „ღამის კურიერის“ ეთერში პატიმარ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, სასამართლოზე დასწრების უფლება სააკაშვილს შეზღუდული არ აქვს.

 

„არც არასდროს შეზღუდვია, თუ შეზღუდვია, ამას ჰქონდა თავისი კანონიერი საფუძვლები, მე რამდენადაც ვიცი, იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. აქ ექიმების ჩართულობაც მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოიხსნას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რისკები, რა წამს ეს რისკები იქნება მოხსნილი, როგორც ნებისმიერ პატიმარს, ბუნებრივია მასაც უნდა მიეცეს და ალბათ მიეცემა საშუალება, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს. მე ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

ამასთან , დეპუტატმა  „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილს,  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან  გათავისუფლებისა  და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საზოგადოება ამ საკითხით დაიღალა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არასწორ განწყობებს და მოლოდინებს უქმნის და შემდგომ ამას ვერ ახორციელებს:

 

„ძალიან დაიღალა საზოგადოება ამ საკითხით, აქტუალობაც დაკარგა. თითქოს არჩევნების დროს ცდილობდნენ ტემპერატურის აწევას, როგორც ყოველთვის არასწორ განწყობებს და განცდებს უქმნიან მათ ამომრჩეველს და საზოგადოებას და შემდგომ ვერ ახორციელებენ. ამას ვხედავთ 9 წელია. ხალხი, საზოგადოება დაიღალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პატიმრობის საკითხით“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner