ქალაქის ისტორიულ ცენტრში - რუსთაველის გამზირზე მდებარე „ბილთმორ თბილისს" მთლიანობაში 216 დახვეწილი, მდიდრული ნომერი აქვს. არქიტექტურა და დიზაინი ქართული ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი, რომლებიც საბოლოოდ ქალაქის სულის და ისტორიის ამსახველ ნაგებობას ქმნის.
ღონისძიების დეტალები:
გალა საღამოს 21:30-ზე იწყება.
დასწრება თავისუფალია, მსურველები სუპერმარკეტ „სმარტთან" უნდა დარეგისტრირდნენ.
Millennium & Copthorne Hotels plc დინამიკური გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 120 სასტუმროს მფლობელი, აქტივების მმართველი ან ბიზნესის მმართველია. მისი სასტუმროები ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო თითქმის 40,000 ოთახს სთავაზობს, კომპანიის პორტფოლიო კი სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილ ალტერნატივებს მოიცავს, რომლებსაც ხარისხი და ღირებულებები აერთიანებთ.
Millennium & Copthorne, Middle East & Africa-მ ოპერირება აბუ-დაბიში დისლოცირებული საკუთრებით დაიწყო და სხვადასხვა მეზობელ ლოკაციაზე გაფართოვდა, დღეს კი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სასტუმროების მმართველი რეგიონული კომპანიაა. პარტნიორობა დაარსების დღიდან რესპექტაბელურ და მყარი რეპუტაციის მქონე მფლობელებთან დაამყარა, ამჟამად 27 სასტუმროს მართავს, მომავალი წლისთვის 12 ახალი სასტუმროს გახსნის ვალდებულება აქვს აღებული და 2020 წლისთვის გეგმავს, მისმა საკუთრებებმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების მასშტაბით 100-ს მიაღწიოს.