logo_geo
eng_logo
ოზურგეთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
- +

27 ნოემბერი. 2021. 22:02

 

 

 

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა.

 

ექიმის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული არიან 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალები, მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. სამი წლის ბავშვი კი პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობს.

 

ექიმების შეფასებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული ადამიანები მათივე ოჯახის წევრმა აღმოაჩინა და „112“-ში დარეკა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner