ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.
ცხედარი ქუთაისში პროზექტურაშია გადასვენებული.
ტყიბულში, შახტაში მიწის მასის ქვეს 2 ადამიანი იყო მოყოლილი. ერთერთი მათგანი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები.