logo_geo
eng_logo
ლუკაშენკო მიგრანტებს: თუ დასავლეთისკენ წასვლა გინდათ, არ დაგაკავებთ, არ გცემთ, წადით!
- +

27 ნოემბერი. 2021. 22:27

 

 

 

„თუ დასავლეთისკენ წასვლა გინდათ, ჩვენ არ დაგაკავებთ, არ დაგახრჩობთ, არ გცემთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული, წადით! - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე თავმოყრილ მიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

ლუკაშენკო მიგრანტებს დაჰპირდა, რომ მისი ქვეყანა მათ სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, თუმცა, ამას არ აიძულებს.

 

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგაკავებთ, ხელებს არ შეგიკრავთ და თვითმფრინავებში არ ჩაგტენით იმისთვის, რომ სახლში გაგიშვათ, თუ დაბრუნება არ გინდათ“, - მიმართა ლუკაშენკომ მიგრანტებს.

 

ცნობისათვის, ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტებს თავშესაფრად გადაკეთებულ საწყობის შენობაში შეხვდა.

 

შეგახსენებთ, პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რომელსაც მინსკი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ აწარმოებს და რომლის მიზანი ბლოკის დესტაბილიზაციაა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner