logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: საფრთხის მოგერიების ნაცადი ხერხის გარდა, ნაცსექტას აღარაფერი დარჩენია
- +

27 ნოემბერი. 2021. 23:45

 

 

ეს არის სასოწარკვეთილი შემოტევა პროკურატურაზე, რომელიც სულ ცოტა ხანში „7 ნოემბრის“ და „9 მილიონის გაფლანგვის“ საქმეებზე სასამართლოში სამართლიანობის მორიგ გამარჯვებას იზეიმებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პროკურატურის მისამართით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.

 

მისი შეფასებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ის დარჩენია, რომ საზოგადოების ყურადღება მთავარი საკითხიდან დესტრუქციულ დღის წესრიგზე გადაიტანოს.

 

სიცრუის გამრუდებულ სამყაროში, ბელადის მსჯავრის გარდაუვალი დამძიმების უახლოესი პერსპექტივის ფონზე - საფრთხის მოგერიების ნაცადი ხერხის გარდა, ნაცსექტას აღარაფერი დარჩენია: ფეიკთა ცვენა და საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა მორიგ სისულელეებზე. ამას მიეკუთვნება მორიგი უსუსურ/სასაცილო შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელსაც საკუთარი სექტის მთავარ „ეგზორცისტად“ მიიჩნევენ. ეს არის სასოწარკვეთილი შემოტევა პროკურატურაზე, რომელიც სულ ცოტა ხანში „7 ნოემბრის“ და „9 მილიონის გაფლანგვის“ საქმეებზე სასამართლოში სამართლიანობის მორიგ გამარჯვებას იზეიმებს...

 

დამიწერია და სექტანტებს ერთხელაც შევახსენებ - ცოცხალი მოწმე ვარ იმისი, თუ როგორ ხვდებოდა 2010 წლის 24 ივლისს 18 საათზე კაჭრეთის „ამბასადორის“ მეპატრონის პირად „სატრაპეზოში“ მოსკოვიდან ჩამოსულ კრიმინალურ ავტორიტეტებს, იმდროინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თუ ფეიკ/მეიქერ მელაძეს მაინცდამაინც პროკურატურაზე სურს ექსკლუზიური სიუჟეტის მომზადება - აგერ მაქვს, შეუძლია შეეშვას სისულელეს. იმ „სხადნიაკის“ ცოცხალ მოწმეებს და მონაწილეებს დავუსახელებ - სათითაოდ შეუძლია მიაკითხოს. მანამდე კი, იმედია პროკურატურა და სასამართლო მორიგ გვერდს გადაფურცლავენ კომპლექსურ საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ოღონდ არა იმ, სტრასბურგში რომ აქეთ გვიჩივის, არამედ ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი დანაშაულის ჭრელ ნუსხაში. ხოლო, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ „ბარგის ჩალაგებას“ - არა მგონია ერთ ჩანთაზე მეტი იყოს: ორშაბათს ბელგიის სამეფოში მიემგზავრება საქვეყნო საქმეთა გასაკეთებლად და მორიგ, უმაღლეს დონეზე, შეხვედრების გასამართად“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner