logo_geo
eng_logo
„მედალფაში“ მოთავსებული მოქალაქეები ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ მოინახულა
- +

28 ნოემბერი. 2021. 00:51

 

„მედალფაში“ მოთავსებული მოქალაქეები ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ცოტა ხნის წინ მოინახულა.

 

ოზურგეთში,  ანასეულის უბანში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა “მედალფაში” არიან გადაყვანილები. ექიმის განცხადებით, ქალბატონები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო მცირეწლოვნი ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

 

 „სამედიცინო დახმარება დროულად იქნა გაწეული და შესაბამისად, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner