logo_geo
eng_logo
კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა
- +

28 ნოემბერი. 2021. 02:12

 

 

„გერმანიაში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ორ ადამიანს დაუდასტურდა“,- ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ინფიცირებულები მიუნხენში იყოფებიან. ისინი ქვეყანაში 24 ნოემბერს ჩავიდნენ და ახლა იზოლაციაში იმყოფებიან.

 

AFP-ს ცნობით, „ომიკრონი“ იტალიაშიც გამოავლინეს.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახალი შტამით ინფიცირებულები დიდ ბრიტანეთშიც აღმოაჩინეს.

 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

 

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner