logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი მანამდეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ და ვერ ვივარაუდებთ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზება მხოლოდ ბლეფია
- +

28 ნოემბერი. 2021. 02:55

 

 

 

„რუსეთი მანამდეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ და ვერ ვივარაუდებთ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზება მხოლოდ ბლეფია“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ საუბარში განაცხადა.

 

„წელს უკვე მეორედ ვხედავთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათასობით ჯარისკაცი შეკრიბა. ეს სახმელეთო ძალებთან ერთად მოიცავს მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, ტანკებს, არტილერიას, თვითმფრინავებს. რუსეთის განზრახვებზე სპეკულირება არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ გვინახავს, რომ რუსეთი ადრეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ. შესაბამისად, ვერ ვივარაუდებთ, რომ ეს მხოლოდ ბლეფია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ აგრესიისგან თავი დაიცვას.

 

„მოვუწოდებ რუსეთს, შეამციროს და განმუხტოს დაძაბულობა. ამავდროულად, ჩვენ ღია ვართ რუსეთთან დიალოგისთვის. როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner