ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით 4 ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს.
მოწამლულთაგან 3 ქალი და 1 ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო მცირეწლოვნი ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.
როგორც „იმედინიუსს“ ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, მოქალაქეები მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ მოინახულა.
„სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიათ და, შესაბამისად, პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია“, - აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.