logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, უცხოელებს ისრაელში შესვლა ორი კვირით აეკრძელებათ
- +

28 ნოემბერი. 2021. 10:43

 

 

ადგილობრივი მთავრობის განადაწყვეტილებით, 14 დღის განმავლობაში, უცხო ქვეყნების მოქალაქეები ისრაელში შესვლას ვერ შეძლებენ. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებაა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ამას გარდა, სავალდებულო კარანტინი დაწესდება თავად ისრაელის მოქალაქეებისთვისაც - არავაქცინირებულები 7-დღიან კარანტინს გაივლიან, ვაქცინირებულები კი - 3-დღიანს.

 

ახალი შეზღუდვები მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, დღეს ღამით ამოქმედდება.

 

დღეიდან, საზღვრის კვეთაზე, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს საქართველოშიც.

 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორისაა ისრაელიც. შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner