logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: არადა, თავისით ჩამოვიდაო და ჩაბარდაო, ამბობდნენ. ტყვედ ჩაგვბარდა?
- +

28 ნოემბერი. 2021. 10:52

 

 

„ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი წერს, ტყვედ ვარო, ტყვედო,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს.

 

"არადა, საქართველოს თავდაცვის ძალების ტერიტორიაზეა.

საკუთარი ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ტყვედ როგორ ავიყვანეთ?

 

პრინციპში, უკრაინის მოქალაქეა. ანუ საქართველომ უკრაინის მოქალაქე აიყვანა ტყვედ? საომარი მდგომარეობაა? უკრაინასთან მშვიდობა გვაქვს.

არადა, თავისით ჩამოვიდაო და ჩაბარდაო, ამბობდნენ. ტყვედ ჩაგვბარდა?

 

დააბრეხვებენ ხოლმე რაღაცას და არც უფიქრდებიან.

 

გეგმა რომ გამოსვლოდა და არ აეყვანათ 1 ოქტომბერს, ვნახავდით ვინ იქნებოდა "ტყვედ" და ვინ კამერებში.

 

მოკლედ, ტერმინები გაფილტრეთ. ენციკლოპედიაში ჩაიხედეთ და წაიკითხეთ რა განმარტება აქვს ტყვეს,"- წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner