„ზუსტად ისევე გაქრება მათი ილუზიები პრემიერის გადადგომაზე, როგორც გახარია აორთქლდა ქართული პოლიტიკიდან“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციური მედიის მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
„რა საკვირველია, ახლა ნაცებს ურჩევნიათ, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გახარია იყოს, მაგრამ, მათდა საუბედუროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, ქვეყანას დღეს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი უდგას, რომელიც სიმშვიდის, პრინციპულობისა და სამართლიანობის გარანტიაა. ამიტომ აჭორავდა მთელი ნაცტელევიზია, თუმცა, ზუსტად ისევე გაქრება მათი ილუზიები პრემიერის გადადგომაზე, როგორც გახარია აორთქლდა ქართული პოლიტიკიდან“, - წერს ნოკოლეიშვილი Facebook-ზე.