logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გადაცემაში გასული სიუჟეტის შინაარსი მხოლოდ ცალმხრივი ვარაუდებია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად
- +

27 ნოემბერი. 2021. 23:38

 

 

„პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და სიძულვილის კამპანიის წარმოება ვერ გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზე - „გირგვლიანის“ და „გელაშვილის“ უკვე მსჯავრდებულია და კიდევ ორ საქმეზე - „7 ნოემბრის“ და „9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეები“ მსვლელობაშია. სამწუხაროდ მსგავსი ცალმხრივი სიუჟეტებით თქვენ აზიანებთ მხოლოდ საკუთარ თავს თქვენივე პროფესიაში. სამართალი მაინც თავის გზაზე მიდის,“ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტს.

 

მეგრელიშვილის შეფასებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ დისკრედიტაცია ვერ გადაარჩენს პატიმარ სააკაშვილს.

 

„ნოდარ მელაძე დაგიძველდა „პროფესიული ბრძოლის“ მეთოდები... გადაცემაში გასული სიუჟეტის შინაარსი მხოლოდ ცალმხრივი ვარაუდებია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. სიუჟეტის მომზადებისას დაშვებული შეცდომები: ჟურნალისტებმა არ ითანამშრომლეს საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან; სიუჟეტში გასული თემის ირგვლივ საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან არ დასმულა არცერთი კითხვა, როცა ჟურნალისტები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური მზად იყო სიუჟეტში გაჟღერებულ საკითხებზე, კითხვებზე გაეცა ამომწურავი პასუხები. ანონსში აქცენტირებული პირების პოზიცია არ გაჟღერებულა გადაცემაში; ორმხრივი თანამშრომლობის გარეშე სიუჟეტი გამოვიდა სუბიექტური და ცალმხრივი, როცა შეიძლებოდა ყოფილიყო ობიექტური, ბევრად ეთიკური და დააკმაყოფილებდა პროფესიული სტანდარტსაც. და მაინც, პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და სიძულვილის კამპანიის წარმოება ვერ გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზე - „გირგვლიანის“ და „გელაშვილის“ უკვე მსჯავრდებულია და კიდევ ორ საქმეზე - „7 ნოემბრის“ და „9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეები“ მსვლელობაშია. სამწუხაროდ მსგავსი ცალმხრივი სიუჟეტებით თქვენ აზიანებთ მხოლოდ საკუთარ თავს თქვენივე პროფესიაში. სამართალი მაინც თავის გზაზე მიდის“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner