logo_geo
eng_logo
ზურა ქადაგიძე: ერთი ინტრიგანის ტვინში მოიხარშება სცენარი და ათასებს ცილს დასწამებენ უაპელაციოდ
- +

27 ნოემბერი. 2021. 23:39

 

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ნოდარ მელაძეს ჰქონდა შესაძლებლობა ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა, რადგან მათი ინფორმაცია ცარიელი პროპაგანდაა.

 

„ვისზეც კითხვები ჰქონდათ, ყველა იყო მზად ეპასუხათ და ნოდარ მელაძემ არ ჩათვალა საჭიროდ. ნეტა, რატომ? იმიტომ, რომ ცარიელი პროპაგანდაა და მეტი არაფერი... პროფესიას ამოფარებული „მუკ“-ი (მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) როგორც ბოლშევიკებს შეეძლოთ ერთი ადამიანის ინფორმაციის საფუძველზე, უარგუმენტოდ, უაპელაციოდ დაესაჯათ ათასები, ასევეა დღევანდელი პროპაგანდისტული მედია. (მხოლოდ ფიზიკურად ვერ ანადგურებენ ადამიანებს). ერთი ინტრიგანის ტვინში მოიხარშება სცენარი და ათასებს ცილს დასწამებენ უაპელაციოდ, უარგუმენტოდ ფაქტების გარეშე... გააკრიტიკებ და თავისუფალი სიტყვის მოწინააღმდეგეს დაგარქმევენ. ზუსტად ისე,როგორც ბოლშევიკები არქმევდნენ ადამიანებს „ხალხის მტრის“ სახელს. პროფესიას ამოფარებული „მედიატერორისტები“, - წერს ქადაგიძე - facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner