სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი თავდამსხმელი იყო.
ექსტრემისტები მოგადიშოს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის სათაო ოფისში შეჭრას ცდილობდნენ.
დეპარტამენტის ცენტრალურ კართან ორ მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს.
პოლიციის ოფიცრის ალი ჰასანის განმარტებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელების მოგერიება შეძლეს და იმ პირთა ლიკვიდირება მოახერხეს, რომლებიც სათაო ოფისის აღებას ცდილობდნენ.
ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა საკუთარ თავზე აიღო.