logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე ხოშტარიაზე: მისი პროტესტი რადიკალურად განსხვავდება ოდესის ყოფილი გუბერნატორის ე.წ. პროტესტისგან
- +

28 ნოემბერი. 2021. 16:29

 

 

„ელენე ხოშტარიას პროტესტი იყო კონკრეტულად მოტივირებული და თანმიმდევრული. არანაირად არ ჰგავდა ყოფილი გუბერნატორის „პროტესტს“, რომელიც არა ბრძოლა, არამედ ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანის ჭირვეულობაა,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას შიმშილობის აქტს და მის შემდგომ პერიოდს.

 

გაბრიჭიძე თავის პოსტში აღნიშნავს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, აფასებს ხოშტარიას თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს და რომ ის ბევრად მებრძოლი პოლიტიკოსია განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან.

 

„გუშინ ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს. მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები მის პოზიციებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მისი პროტესტი რადიკალურად განსხვავდება ოდესის ყოფილი გუბერნატორის ე.წ. პროტესტისგან. ელენე ხოშტარიას პროტესტი იყო კონკრეტულად მოტივირებული და თანმიმდევრული. არანაირად არ ჰგავდა ყოფილი გუბერნატორის „პროტესტს“, რომელიც არა ბრძოლას, არამედ ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანის ჭირვეულობაა. ელენე ხოშტარია დღეს საზოგადოების თვალში ბევრად უფრო მებრძოლი პოლიტიკოსია, ვიდრე სააკაშვილი და მისი აღგზნებული მხარდამჭერები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარიას პოლიტიკური ცხოვრების მიმართულება ჩემთვის მიუღებელია, გამოვხატავ ჩემ პატივისცემას მისი საქციელის მიმართ, რაც მილიონჯერ უფრო მეტია ვიდრე ოდესის ყოფილი გუბერნატორის ჭირვეულობა“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner