საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ქალთა ეროვნული ნაკრები დუბლინში, დღეს, 20 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო);
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო);
ნახევარმცველები: ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო),მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), მაიკო ბებია ( ნიკე, თბილისი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ანა ჩემინავა ( ჟალგირისი, ვილნიუსი, ლიეტუვა), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო), მარიამ დანელია (ლანჩხუთი, საქართველო);
თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო).
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფი 30 ნოემბერს გაიმართება. განრიგი:
22:00 | შვედეთი - სლოვაკეთი
23:00 | ირლანდია - საქართველო.