“ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია”, - ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ისევ კარგი ამბისთვის ვარ მოსული.
ბევრმა მომწერეთ და უფრო მეტმა ალბათ ნახეთ.
ქუჩიდან ჩანს ეს პატარა ფანჯარაზე მიკრული პატარა წერილი. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ბებო და ძალიან ცუდად იყო. გარეთ სიარულიც არ შეუძლია და ასე, ყურადღებიანი გამვლელის იმედად ჰქონდა დაწერილი ეს პატარა წერილი.
დილას ვიპოვეთ, შეგროვებაც არ დაგვჭირდა და ბებოს უკვე ყველაფერი ექნება. ჩავურთეთ გათბობა, ექნება საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი, ახალი ლოგინი და აღარ გადაიხდის გადასახადებს. სანამ ვიქნებით ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა და სიყვარული.
ასეთი ბედნიერება გვქონდეს გულებში ყველას, როგორი სიხარულით სავსე ბებოც დავტოვეთ.
ყველაფერი კარგად იქნება
იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია”, - წერს სინჯიკაშვილი.