logo_geo
eng_logo
„იმედის კვირის“ ცნობით, „ნაცმოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო
- +

28 ნოემბერი. 2021. 21:03

 

 

„იმედის კვირის“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას საკითხი უკვე გადაწყვიტა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები უკვე დაიწყო. ეს ინფორმაცია „იმედის კვირამ“ წყაროსგან მიიღო, რომლის ცნობებიც ძირითად შემთხვევაში მართლდება. მისივე თქმით, მელიას შემცვლელად დიმიტრი შაშკინისა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურებს განიხილავენ.

ამავე წყაროს ცნობით, გაიჟღერა ნიკა გვარამიას კანდიდატურამაც, თუმცა სააკაშვილს მისთვის ტელემენეჯერზე და ადვოკატობაზე მეტი უფლებების მიცემა მალევე გადააფიქრებინეს. წყარო იმასაც ამბობს, რომ თავად მელია „ლელოში“ წასვლით იმუქრება.

 

დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner