აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე „ნაციონალური მოძრაობას“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ბინძური მეთოდებით დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.
აროშიძემ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ჩანაწერში მთავრობის თავმჯდომარის ან მისი მამის სახელი ნახსენებიც არ არის.
„ჩანაწერში სახელიც კი არ არის ნახსენები, რომ ვინმემ გამომგზავნა. პირობითად, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ვართ მოსული ან პირობითად - დავით რიჟვაძის დავალებით. სახელიც კი არ ფიგურირებს! რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი სპეკულაციაა. დისკრედიტაცია მთავრობის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის, მხოლოდ ძალიან ბინძური მეთოდებით“, - განაცხადა აროშიძემ.