„ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის განხილვაში“, - ამის შესახებ ამირან გულუაშვილმა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის მისაღებია სურვილი, ბრალდებულმა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვის პროცესში.
„მიუხედავად წარსულში დაკავებული თანამდებობისა, ყველა პირი სასამართლოს წინაშე სარგებლობს თანაბარი უფლებებით, ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის განხილვაში. მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე ამგვარი სურვილი არ ჰქონია, მაგრამ დღეს, როგორც ადვოკატები აცხადებენ, მას ამის სურვილი აქვს და მას ამის შესაძლებლობა ბუნებრივია, უნდა მიეცეს. ჩვენ დაცვის მხარეს სხვადასხვა ვარიანტები შევთავაზეთ, მათ შორის წინადადების სახით გავაჟღერეთ, დისტანციური ფორმით ჩართვა, მაგრამ ამაზე უარი მივიღეთ“, - განაცხადა გულუაშვილმა.