logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სადაც ხალხს დაჩიპვის სჯერა, ისე სჯერა სააკაშვილის ფან-კლუბს, რომ რაღაც მანქანა ისეთ ენერგიას ასხივებს, რომელიც მხოლოდ ერთ კაცს კლავს კედლის იქით
- +

29 ნოემბერი. 2021. 01:57

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გამოეხმაურა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილის  „ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს“.

 

„ფიზიკაში ორიანი!

რამდენიმე ადამიანმა მკითხა, მ.შ. მედიამ, თორემ ასეთებზე კომენტარს არ ვაკეთებ. სასკოლო პროგრამაა.

სადაც ხალხს დაჩიპვის სჯერა და 5G ანტენებში ვერ ერკვევიან, ისე სჯერა სააკაშვილის ფან-კლუბს, რომ რაღაც მანქანა ისეთ ენერგიას ასხივებს, რომელიც მხოლოდ ერთ კაცს კლავს კედლის იქეთ, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას არ ირეკლავს და სხვას არ აზიანებს.

მობილური ტელეფონის არ ეშინია ტიპს და შავი ჯიპით აშინებს ხალხს.

რაიმეს მტკიცებას აზრი არ აქვს.

როგორც დაჩიპვა იყო რელიგია, ისე სააკაშვილიც ბევრისთვის რელიგიაა. ნებისმიერ ასეთ სისულელეს ჩაყლაპავენ.

თავიანთ ფიზიკის მასწავლებლებს დაურეკონ“, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner