„სახელმწიფო ინტერესების დაცვა ვერანაირად ვერ გაამართლებს ადამიანების მიმართ ძლადობასა და უკანონო ქმედებების განხორციელებას“, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.
მან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებაზე საუბრისას „იმედის“, 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტები გაიხსენა, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და სამწუხარო რეალობაა, რომ ამას რიგ შემთხვევებში ადამიანები ემსხვერპლნენ.
„ფაქტია, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები პირველად ზედაპირულად, ვიდეომტკიცებულებების სახით არსებობს და საზოგადოებამ იხილა ის ძალადობრივი მეთოდები, რაც მიტინგების დარბევის დროს განხორციელდა.
„სახელმწიფო ინტერესების დაცვა ვერანაირად ვერ გაამართლებს ადამიანების მიმართ ძლადობასა და უკანონო ქმედებების განხორციელებას, რაც არ უნდა მაღალი დონის სახელმწიფო ინტერესზე ვისაუბროთ. სამართლებრივ სახელმწიფოში პრიორიტეტულია ადამიანი და მის მიმართ ძალადობის განხორციელება ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე დაუშვებელია“, - განაცახდა პროკურორმა.