logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი იყო ერთპიროვნული დიქტატორი
- +

29 ნოემბერი. 2021. 03:00

 

სააკაშვილის ფენომენს დიდი ახსნა არ სჭირდება - ის ერთმნიშვნელოვნად იყო ერთპიროვნული დიქტატორი“, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ქცევა ერთი-ერთში ჯდება დიქტატორების ქცევაში, რომლებიც ხალხის წამების სახელმწიფო ინტერესებით გამართლებას ცდილობენ.

 

„იგივე პათოსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო. ანუ, თითქოს სააკაშვილს სახელმწიფოს შესაქმნელად სჭირდებოდა თურმე ამ დანაშაულების ჩადენა და ეს ფენომენი შეფასებულია ფილოსოფიაშიც, სამართლის მეცნიერებაშიც და ჰანა არენდტმა ასეთ დამოკიდებულებას უწოდა „ბოროტების ბანალურობა“. ეს ადამიანები არიან ორგანიზაციული სისტემის შემოქმედები და, შესაბამისად, ბანალურები არიან თავისი არსით პიროვნებები, თუმცა მათი ქმედებები უმძიმეს დანაშაულებს წარმოადგენენ“, - ამბობს ოხანაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner