logo_geo
eng_logo
„The Biltmore Hotel Tbilisi“-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
- +

31 ივლისი. 2016. 15:01

 

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 31 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „The Biltmore Hotel Tbilisi"-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი - ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით - ორმხრივად დაიკეტება. 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით - თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად დაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით სასურველი მიმართულებით.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner