logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დაპირებისამებრ აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე
- +

29 ნოემბერი. 2021. 11:13

 

 

კანონპროექტი ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ პარლამენტს დეკემბერში წარედგინება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა, კერძოდ კი ჯანდაცვის მინისტრი ამ ინიციატივაზე აქტიურად მუშაობს.

 

„დაპირებისამებრ აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. ფარმაცევტული ბაზრის შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბერში. ასეთია ჩვენ სურვილი და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner