კანონპროექტი ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ პარლამენტს დეკემბერში წარედგინება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა, კერძოდ კი ჯანდაცვის მინისტრი ამ ინიციატივაზე აქტიურად მუშაობს.
„დაპირებისამებრ აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. ფარმაცევტული ბაზრის შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბერში. ასეთია ჩვენ სურვილი და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.