logo_geo
eng_logo
„მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავაჭრო ცენტრებში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებშიც იქნება აუცილებელი
- +

29 ნოემბერი. 2021. 11:14

 

 

პირვეელი დეკემბრიდან მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია.

 

ამასთან, პირველი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.

 

„მწვანე სტატუსის" მქონე პირია:

 

სრულად ვაქცინირებული;

 

72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე;

 

24- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე;

 

კოვიდ გადატანილი.

 

თუ პირს „მწვანე სტატუსი“ მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.

 

ამასთან, პირს „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება:

 

ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ;

 

„პისიარ“ და ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ;

 

კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.

 

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner